განათლება
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისშიც. ქალაქის სკოლებში წელს 2 600-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ჯამში კი ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლაში 33 500-მდე მოსწავლე სწავლობს.





განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 085 საჯარო სკოლაა გახსნილი.

უწყების ცნობითვე, წელს, პირველად დაირეკა ზარი 55 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის, აქედან 48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია დარეგისტირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი – კერძო სკოლებში.



Print