განათლება
ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

აბიტურიენტებს თავიანთი შედეგების გვერდზე ასევე გამოუქვეყნდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების შესაძლებლობა, აბიტურიენტებს, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. სწორედ ამ დრომდე შეძლებენ ისინი
ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანას მათი საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://naec.ge/#/ge/post/2924.


Print