განათლება
2023 წლის გამოცდები დღეს დასრულდა
FaceBook
2023 წლის გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოსაცდელთა 80%-ზე მეტი გამოცხადდა, დაიგვიანა ათმა აპლიკანტმა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცენტრის ვებგვერდზე ორშაბათს, 31 ივლისს გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა.

გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმაც. გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე 94 %-მდე გამოსაცდელი მივიდა.

შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება.

წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა – საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებმა 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტი გამოსაცდელი – აბიტურიენტები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები, მაგისტრანტობის კანდიდატები, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველები მიიღეს.

Print