განათლება
ქუთაისელმა მოსწავლეებმა კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები მიიღეს
FaceBook
ქუთაისელმა მოსწავლეებმა მარიამ ჯუღელმა და ლევან ლევიძემ კემბრიჯის (FCE) ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
მათ საერთაშორისოდ აღიარებული C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.

მარიამი და ლევანი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-11 და მე-9 კლასის მოსწავლეები არიან.

კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდები საყოველთაოდ ცნობილია და აღიარებულია სკოლების, უნივერსიტეტების, კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე დამქირავებლების მიერ, მთელ ინგლისურენოვან სამყაროში.



Print