განათლება
გამოცდების მეორე დღე
FaceBook
გამოცდების მეორე დღეს აბიტურინეტები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ამ დროის მონაცემებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ და მეორე სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

6 ივლისს აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ამავე დღეს გამოცდა იქნება საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის. 

წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის – სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებენ.

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

Print