განათლება
მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან.
სხვადასხვა საგანში მასწავლებლის გამოცდები 6, 13, 14, 19, 20, 21 და 24 ივლისს ჩატარდება.

გამოცდების განრიგი იხილეთ აქ.

12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები წელს აღარ მოქმედებს. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9) წარადგინონ, რათა გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ.


Print