ახალი ამბები
სასწავლო წელი დასრულდა - დღეიდან საზაფხულო არდადეგები დაიწყო
FaceBook
2022-2023 სასწავლო წელი დასრულდა - დღეიდან, 16 ივნისიდან ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღარ ივლიან.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი საზაფხულო არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

სასწავლო პროცესი მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 19 მაისს, პირველკლასელებისთვის კი - 25 მაისს დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში განსაზღვრული დასვენებისა თუ არდადეგების დღეები ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.

Print