განათლება
გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით naec.ge განცხადებას ავრცელებს
FaceBook
2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, სოციალურ მედიაში გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცდების განრიგი, სავარაუდოდ, 20 ივნისამდე გამოქვეყნდება.

Print
თეგები: #გამოცდები