განათლება
საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები 16 ივნისიდან დაიწყება
FaceBook
2022-2023 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება - 15 ივნისი სწავლის ბოლო დღეა.
შესაბამისად, საზაფხულო არდადეგები, II – XI კლასის მოსწავლეებისთვის, 16 ივნისიდან დაიწყება. 

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

სასწავლო პროცესი მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 19 მაისს, პირველკლასელებისთვის კი - 25 მაისს დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში განსაზღვრული დასვენებისა თუ არდადეგების დღეები ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.

Print