განათლება
ქუთაისის 32-ე სკოლას ევროპის სასკოლო-საგანმანათლებლო პლატფორმის eTwinning-ის სკოლის ტიტული მიენიჭა
FaceBook
ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლას ევროპის სასკოლო-საგანმანათლებლო პლატფორმის eTwinning-ის სკოლის ტიტული მიენიჭა.

eTwinning-ის სკოლის ტიტულის ფლობა ნიშნავს, რომ სკოლა ევროპის მასშტაბით აღიარებულია როგორც სამაგალითო ევროპული ღირებულებებისა და პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის გამზიარებელი ინსტიტუცია.

აღნიშნული ტიტულის მქონე სკოლები რეგიონის სხვა სკოლებისათვის როლურ მოდელს წარმოადგენს.

სკოლამ ამ ტიტულის მოპოვებამდე ხანგრძლივი სამუშაო გასწია, რაც გულისხმობდა ევროპულ პროექტებში აქტიურ ჩართულობას და როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე გამარჯვებებს. პროექტის „ციფრული ტექნოლოგიები სოციალურ ჯგუფებში სანდო და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“ მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეძლიერებინათ კონტროლი ციფრულ ტექნოლოგიებზე, გამხდარიყვნენ ინტერნეტისა და სოციალური მედიის პასუხისმგებლიანი მომხმარებლები და მიეღოთ ძირეული ცოდნა ინტერნეტსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. ამდენად, აღნიშნული გამარჯვება სკოლაში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული საქმიანობის ევროპული კომისიის მიერ უმაღლეს დონეზე შესრულების ოფიციალურ აღიარებას გულისხმობს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პროგრამას ევროკომისიის ინიციატივით 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამა მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაუმეგობრდნენ უცხოელ კოლეგებს ევროპის 44 ქვეყნიდან, განახორციელონ პროექტები და გაუზიარონ ერთმანეთს მიღებული გამოცდილება.

Print