განათლება
ყველაზე ინოვაციური ნამუშევარი - ქუთაისის სკოლის მოსწავლეების წარმატება
FaceBook
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბის მოსწავლეების ნამუშევარმა "რობოტები მედიცინაში", ორგანიზაცია YMT-ის პროექტში -"ახალგაზრდა გონება", ყველაზე ინოვაციური ნამუშევრის პრიზი აიღო.
"რობოტებზე დახარჯულმა მრავალმა საათმა და გათენებულმა ღამეებმა უკვალოდ არ ჩაიარა. ეს ზღვაში წვეთია იმ წარმატებებთან და მწვერვალებთან შედარებით, რომლებსაც მომავალში აუცილებლად დავიპყრობთ! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლო მომავალში ისევ დაგიბრუნდებით ახალი და უფრო ინოვაციური პროექტებით“, - ამბობს კლუბის ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაკურაძე.

ნამუშევარზე ქუთაისის სკოლის მოსწავლეები მარიამ ბაკურაძე (მე-11ა კლასი), ანა სალდაძე (მე-10გ კლასი) და ნინო გაბუნია (მე-10დ) მუშაობდნენ, მათ რობოტიკის კლუბის დირექტორი გიორგი ხალიჩავა ხელმძღვანელობდა.


Print