განათლება
საჯარო სკოლებში ბოლო ზარი 19 მაისს დაირეკება
FaceBook
2022-2023 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, საჯარო სკოლებში, ბოლო ზარი 19 მაისს დაირეკება.
პირველკლასელებისთვის კი სასწავლო პროცესი 25 მაისს შეწყდება.

რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, მათთვის სწავლა 15 ივნისს დასრულდება.

სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების ვადები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონშია განსაზღვრული.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად წყვეტენ.

Print