განათლება
სასკოლო ექსკურსიებზე 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნა
FaceBook
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა - აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტრომ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უკვე დაუგზავნა.

"ეტალონის" ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასკოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები.

„გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ რეკომენდებული იყო სასკოლო ექსკურსიები 150 კმ-ის რადიუსში განხორციელებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს“,- წერია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები „საგზაო მოძრაობის შესახებ“, სადაც გაწერილია ავტოსატრანსპორტო მძღოლის ვალდებულებებიც.


Print