განათლება
ბაღდათელი მარიამ ნაკაშიძე ამერიკაში უფასოდ ისწავლის
FaceBook
16 წლის მარიამ ნაკაშიძე FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია.

ის FLEX-ის პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური წლით განათლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს.

მარიამი ბაღდათის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში უფასოდ ისწავლიან ქუთაისელი მოსწავლეები თამარ ახვლედიანი და ნუცა ღოღობერიძეც. ისინი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულები გახდნენ.

აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.

FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ადმინისტრირებას კი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს.


Print