ახალი ამბები
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა ერთწლიანი დაფინანსება მოიპოვეს
FaceBook
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბანკისგან ერთწლიან დაფინანსებას მიიღებენ.

მათ ბანკსა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტში „კომაროვის STEM სკოლა“ ჩართულობის უფლების მოსაპოვებლად გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

პროექტის ფარგლებში, შეძენილი ცოდნის გამოყენებით მოსწავლეები STEM პროექტებს შექმნიან და სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც 150 მოსწავლისათვისაა განკუთვნილი. მათგან პროექტი 
60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის სწავლისა და სასწავლო რესურსების სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს (ერთი წლის განმავლობაში).

საქართველოს ბანკისგან სტიპენდია მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ანდრია კოსტავამ, გიორგი ფხალაძემ, საბა გოდუაძემ, ელენე ლუხუტაშვილმა, ნატალი ხამაშურიძემ და მათე ახალაძემ მოიპოვეს, ასევე მე-8 კლასელმა - დავით ჟორჟოლიანმა. მათ საუკეთესო სამოცეულის სარეიტინგო სიის პირველი ათეულის წამყვანი ადგილები დაიკავეს.

გამოცდაზე დარეგისტრირებული 1200 მოსწავლე იყო.

Print