განათლება
ქუთაისელი მოსწავლეები აშშ-ში უფასოდ ისწავლიან
FaceBook
ქუთაისელი მოსწავლეები მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულები გახდნენ.

თამარ ახვლედიანი (მე-16 საჯარო სკოლა) და ნუცა ღოღობერიძე (მე-3 საჯარო სკოლა) ამერიკაში გაემგზავრებიან და ერთი წლის მანძილზე უფასოდ ისწავლიან.

FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ადმინისტრირებას კი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს.

აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.


Print
თეგები: #FLEX-ი