განათლება
ქუთაისის „ბაღების გაერთიანების“ იურისტი: -„ჩვენი მიზანი თანამშრომლების გათავისუფლება არ არის“
FaceBook
თანამშრომლებს, სავარაუდოდ,  შენიშვნას ან გაფრთხილებას გამოუცხადებენ

ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" ამბობენ, რომ გაერთიანებას გაფიცული თანამშრომლების გათავისფლების მიზანი არ აქვს. გაერთიანების იურისტის თქმით, სარჩელის მოტივი გაფიცვის უკანონოდ ცნობა იყო.

"თანამშრომლები ვალდებული იყვნენ, გაფიცვამდე სამი დღით ადრე ეცნობებიათ ხელმძღვანელობებისთვის გაფიცვის შესახებ, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, გაფიცვა ითვლება უკანონოდ. გაერთიანების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს 11 დეკემბრის გაფიცვა უკანონოდ იქნეს ცნობილი",-ამბობს "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეცვალა გადაწყვეტილება სასამართლომ, იობიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ პირველ სარჩელს თან არ ახლდა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ბრძანებები თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ. დოკუმენტების სარჩელზე დართვის შემდეგ კი სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

"გაერთიანების" იურისტის თქმით, საქმის დასრულების შემდეგ, თანამშრომლებს შესაძლოა დისციპლინარული პასუხისმგებლობა, მათ შორის შენიშვნა ან გაფრთხილება დაეკისროს.


მარიამ პატარაია

Print