განათლება
ქუთაისის სკოლის პედაგოგი ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისში არსებული სკოლა “პროგრესის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზაბელა ეჯიბია ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო MASHAV-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა და ისრაელში, საერთაშორისო კურსში მიიღო მონაწილეობა.

MASHAV, საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, პროფესიონალებს საერთაშორისო კურსში „პედაგოგიური ინოვაციები“ იწვევდა მონაწილეობისათვის.

ტრენინგებში მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

ტრენინგ-კურსი ისრაელის საგანმანათლებლო სისტემის გაცნობას, კომუნიკაციის; თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის ინსტრუმენტების შექმნას; კონკრეტული საგნებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას; საგანმანათლებლო პერსონალის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 

ლექციებს, დისკუსიებსა და ვორკშოპებს სხვადასხვა დარგის ექსპერტები უძღვებოდნენ.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები სხვადასხვა საფეხურის სკოლებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში პროფესიული ვიზიტებით იმყოფებოდნენ.

საერთო ჯამში, საგანმანათლებლო სფეროდან (პედაგოგები, კერძო და საჯარო სკოლის დირექტორები) 27 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. აქედან 2 მონაწილე საქართველოდან იყო, რომელთაგან ერთ-ერთი იზაბელა გახლდათ.

Print