განათლება
დღეიდან მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო.

რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს. 

საგნის გამოცდაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის. ყველა მსურველს აქვს უფლება, აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა) და სასურველ საგამოცდო ქალაქს;

გამოსაცდელებმა, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ აქ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი ვრცლად გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. 







Print