განათლება
სამტრედიელი მოსწავლე ერთი წელი ამერიკის სკოლაში ისწავლის
FaceBook
სამტრედიელი ავთანდილ თავბერიძე ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრება.

მან, ცოტა ხნის წინ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, "სტარაკადემიის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა კიდეც.

ავთო ამერიკაში აგვისტოში გაემგზავრება. ის ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში იცხოვრებს. სექტემბერ-მაისის პერიოდში საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში ისწავლის, მაისში კი საქართველოში დაბრუნდება.

„Staracademy Georgia“ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს ახორციელოებს. პროგრამები სკოლის ასაკის, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულ პირებზეა ორიენტირებული, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში, ჩააბარონ უცხოურ უნივერსიტეტებში, გაიარონ ენის კურსები და იმუშაონ ამერიკაში.

Print