განათლება
წერეთლის უნივერსიტეტში სტიქიით გამოწვეული ზარალი 135 000 ლარს შეადგენს
FaceBook
ქუთაისში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზარალი 135 000 ლარს აღწევს.

ძლიერმა ქარმა უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების სახურავები მნიშვნელოვნად დააზიანა. ისინი ნაწილობრივ და ასევე, მთლიანად შეცვლას საჭიროებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სასწავლო კორპუსები როგორც ქუთაისში, ასევე ქალაქ ფოთშია დაზიანებული.

„ზარალი დათვლილია წინასწარი ხარჯთაღრიცხვების მიხედვით და 135 000 ლარის ფარგლებშია. ქარის შედეგად 8 კორპუსმა მიიღო დაზიანება, აქედან 7 ქუთაისშია, ერთი კორპუსი კი ფოთში არსებულია. პროგნოზის მიხედვით, ზეგ ქარი ჩადგება და ჩვენც შევუდგებით ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს“, - ამბობს სერგო სვანაძე.

10-14 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად, ქუთაისში, წინასწარი შეფასებით, ზარალი 2 მილიონ ლარამდე აღწევს, იმერეთში კი - 8 მილიონზე მეტია. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადასახურავი მასალების მიწოდება დაწყებულია.

Print