ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 13 სტუდენტი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსება 13-მა სტუდენტმა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
უნივერისტეტის რექტორის მაოდგილის Ыალვა კირთაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტს ნირება 2 000 სტუდენტზე ჰქონდა გამოცხადებული, აქედან კი  1918 სტუდენტი ჩაირიცხა.

,,100%-იანი შევსება არ გვაქვს, თუმცა წინა წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. წელს, დაახლოებით, 200 სტუდენტზე მეტს მივიღებთ, ვიდრე წინა წელს. გარდა ამისა, ამ დროისთვის 220 მობილობის განცხადებაა შემოსული, კიდევ ერთი დღე დარჩა და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელიც მოიმატებს'',-
განაცხადა შალვა კირთაძემ.

პირველკურსელების რეგისტრაცია  დღეიდან  დაიწყო და 23 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უნივერსიტეტში სწავლება აუდიტორიაში დაიწყება.

წერეთლის უნივერსიტეტში ამ ეტაპზე 8 500 სტუდენტი  ირიცხება.

Print