განათლება
დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
FaceBook
აბიტურიენტები დღეს მათემატიკის გამოცდას აბარებენ.

გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. დავალების შესასრულებლად აბიტურიენტებს 3 საათი აქვთ და მაქსიმალური ქულა 51-ს შეადგენს.

მათემატიკის გამოცდის პირველი სესია დილის 09:00 საათზე დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის ჩაბარების სურვილი 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის შემდეგ ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.

აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა.



Print