ახალი ამბები
ქუთაისში, ზაფხულში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს
FaceBook
ქუთაისში, ზაფხულში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
ბაღების გაერთიანებაში  განმარტავენ, რომ  მორგე ბაღები (N5 ავტოქარხანა და N18)  4 ივლისიდან  29 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.  

გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა განცხადებები  უკვე უნდა წარადგინონ. 

"გუშინ დაიწყო რეგისტრაცია, ველოდებით განცხადებებს'',- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივლისიდან დაიწყება.

ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.
Print