განათლება
ზაფხულის არდადეგები 16 ივნისიდან დაიწყება
FaceBook
საჯარო სკოლებში ზაფხულის არდადეგები 16 ივნისიდან დაიწყება.
ქუთაისის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, ქალაქის 2 297 მეთორმეტე კლასელმა სწავლა უკვე დაასრულა.

"ახლა მეორე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით არიან სკოლაში, ყველა მათგანისთვის სწავლა 15 ივნისს დასრულდება, 16 ივნისიდან კი უკვე ზაფხულის არდადეგები იქნება'',
-  ამბობს მაია ცქიტიშვილი.

რესურსცენტირს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირას სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.

Print