განათლება
მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები 6 ივლისს დაიწყება
FaceBook
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

12 500-ზე მეტმა მასწავლებელმა წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
Print