განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
FaceBook
24 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.

პირველ კლასში ჩარიცხვის მსურველებისთვის განათლების სამინისტროს სპეციალური ვებგვერდი registration.emis.ge დილის 9:00 საათიდან გაიხსნება.

მოსწავლის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა მიიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.


პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:


მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე

ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ.

III ეტაპის, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება.
Print