ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში 12 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა
FaceBook
ქუთაისის სკოლებში 12 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა. 
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეები როგორც  საჯარო  ასევე, კერძო სკოლებში სწავლობენ.

"6 მოსწავლე გვყავს მე-13-ე სკოლაში, რუსულენოვანია და თავად გადაწყვიტეს. ჩვენ შევთავაზეთ მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც უკრაინულ ენაზე ჩაუტარებდნენ საგაკვეთილო პროცესს, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა. დანარჩენი 6 მოსწავლე სხვადასხვა სკოლებშია განაწილებული'',-  ამბობს   მაია ცქიტიშვილი. 

იმერეთის სკოლებში სულ 23 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

უკრაინაში 56 დღეა ომია. რუსეთმა ბოლო დღეებია დონბასის ოლქში მოახდინა ძალების კონცენტრაცია. რუსმა აგრესორებმა ომის ახალი ფაზა დაიწყეს - ბრძოლა დონბასისთვის.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print