განათლება
ვაკანსიები ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებში
FaceBook
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა  საგნის პედაგოგის პოზიციაზე 25 ვაკანსიაა გამოცხადებული.
მასწავლებელთა ვაკანსიებმა განსაკუთრებით  მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ მოიმატა. როგორც ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, საგაკვეთილო პროცესის სკოლაში დაბრუნებამ კადრების დამატება მოითხოვა.

,,ჩვენ უშუალოდ არ ვკურირებთ ვაკანსიის საკითხს, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა მასწავლებელთა ვაკანსიები აქტიურად ცხადდება, ეს იმიტომ, რომ დისტანციურ ფორმატზე სკოლა არსებული რესურსით ერგებოდა, ახლა კი დამატებითი კადრები სჭირდებათ'',- ამბობს  მაია ცქიტიშვილი.

იანვრიდან დღემდე ქუთაისში მასწავლებლებისთვის 100-მდე ვაკანსია გამოცხადდა.  

კონკრეტულად რომელ სკოლას რა პოზიციაზე აქვს ვაკანსია გამოცხადებული ნახეთ აქ.



Print