განათლება
სკოლებში "საქართველოს ისტორია" ცალკე საგნად გამოიყოფა
FaceBook
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, "საქართველოს ისტორია" სკოლებში ცალკე საგნად ისწავლება.


ბრძანებას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხელი უკვე მოაწერა. ბრძანების მიხედვით, "საქართველოს ისტორიას" დამოუკიდებელ საგნად მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეები ისწავლიან.

საქართველოს სკოლებში ისტორიის სწავლება მე-7 კლასიდან იწყება. "საქართველოს ისტორია" აქამდე მსოფლიო ისტორიასთან ერთად ისწავლებოდა.
Print