განათლება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია იწყება
FaceBook
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 7 მარტს იწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობას ის სტუდენტები იღებენ, ვისაც დაფინანსების მოპოვება სურს და სტუდენტის სტატუსი შეჩერებული არ აქვს.

გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარია. თუ სტუდენტს რეგისტრაციის გაუქმება სურს, საგამოცდო ცენტრს 4 აპრილს 18:00 საათამდე უნდა მიმართოს, ასეთ შემთხვევაში  მას თანხა უკან დაუბრუნდება.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემო, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილს 18:00 საათამდე წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა.

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

სახელმწიფო ბაკალავრიატის სტუდენტებს მხოლოდ ერთხელ აფინანსებს.

რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
Print
თეგები: #კონკურსი