განათლება
წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა კვლავ შერეული ფორმატით გაგრძელდება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 7 მარტს განახლდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სწავლა კვლავ შერეული ფორმატით გაგრძელდება.

ბაკალავრიატსა და  ერთსაფეხურიან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შერეული მეთოდით წარიმართება, ხოლო სადოქტორო - უნივერსიტეტის სივრცეში. მაინორ პროგრამები და ენის შემსწავლელი კურსები ონლაინ ფორმატით ჩატარდება.

წერეთლის უნივერსიტეტში მეორე წელია სწავლების შერეული ფორმატი მოქმედებს. სტუდენტების ნაწილი ლექციებს ონლაინ ესწრება, აუდიტორიებში მხოლოდ იმ ფაკულტეტის სტუდენტები მიდიან, ვისთვისაც პრაქტიკული ნაწილი აუცილებელია.

უნივერსიტეტში არდადეგები 4 თებერვალს დაიწყო.

წერეთლის უნივერსიტეტში 8 000-მდე სტუდენტი სწავლობს.



Print