განათლება
რა ფორმით განახლდება წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარე კვირას გადაწყდება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე კვირას გადაწყდება სწავლა რა ფორმით გაგრძელდება.
სასწავლებლის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეა ვალიშვილის განმარტებით, შეხვედრა მიმდინარე კვირასაა ჩანიშნული, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. 

"შეხვედრაზე გადაწყდება დარჩება შერეული სწავლება თუ შეიცვლება",
- ამბობს თეა ვალიშვილი. 

უმაღლეს სასწავლებელში ამ დრომდე სწავლა შერეული მეთოდის მიმდინარეობდა. ლექციებს სტუდენტები ონლაინ ესწრებოდნენ,  აუდიტორიებში მხოლოდ იმ ფაკულტეტის  სტუდენტები იყვნენ ვისთვისაც პრაქტიკული ნაწილი აუცილებელი იყო.

უნივერსიტეტში არდადეგები 4 თებერვალს დაიწყო და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.

წერეთლის უნივერსიტეტში დაახლოებით, 8 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

წერეთლის უნივერსიტეტში სწავლება 2021 ნოემბრის შემდეგ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა შემდეგ კი შერეულ ფორმატზე გადავიდა.





Print