ახალი ამბები
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება
FaceBook
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლის გაგრძელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგებამდე რამდენიმე უქმე დღეა.

"3 მარტი და რვა მარტი უქმე დღეა'',
- ამბობენ განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სწავლის დასრულების თარიღიც განსხვავებულია.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი,  სასწავლო პროცესი  15 ივნისს დასრულდება.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.




Print