განათლება
სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლაა გადასული
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლაა გადასული.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სურვილი რისკჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

,,ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%-ია აცრილი'',- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.
Print