განათლება
საქართველოში 672 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლაზეა გადასული
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლაა გადასული.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის სურვილი რისკჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

,,ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%-ია აცრილი'',- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელს ან მეურვეს აქვს უფლება მოსწავლე დისტანციურ რეჟიმზე საკუთარი სურვილით გადაიყვანოს.
Print