განათლება
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულია 199 მასწავლებელი და 1 126 მოსწავლე
FaceBook
ქუთაისში, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 10 საჯარო, ერთი კერძო სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება.

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია 199 მასწავლებელი და 1 126 მოსწავლე.

,,საკუთარი სურვილით დისტანციურ ფორმატში სწავლების სურვილი 4 330-მა მოსწავლემ დააფიქსირა'',
- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, სკოლებში მასწავლებელთა 60% სრულად ვაქცინირებულია.


საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 17 იანვარს დასრულდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.
Print