განათლება
სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 კლასია გადასული
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

მოსწავლეების მშობლებს კვლავ აქვთ საშუალება არჩევანი გააკეთონ დასწრებით და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე ყოველ ხუთშაბათს, 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
Print