განათლება
ქუთაისის 3 საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა
FaceBook
ქუთაისის სამი საჯარო სკოლა და 4 482 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით,  მოსწავლეებმა სწავლების ეს მეთოდი თავად აირჩიეს.


,,დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს''
,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, სკოლებში მასწავლებელთა 60% სრულად ვაქცინირებულია.


საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 17 იანვარს დასრულდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.
Print