განათლება
მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5% აცრილია
FaceBook
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 22 იანვრის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5% აცრილია.

სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს  დაუდასტურდა.

"კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე",-
აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი იმყოფება, ხოლო სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი, საქართველოს მასშტაბით, რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდა.




Print