განათლება																												
					
				
										
											მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,5% აცრილია									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									12:05 / 22.01.2022								
							
						
					 
					
						
				
			
			
												განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 22 იანვრის
მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა
73,5% აცრილია.
სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი
მასწავლებელთა 0,8%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს  დაუდასტურდა.
"კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების
თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად
მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ
სწავლებაზე",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი
იმყოფება, ხოლო სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი,
საქართველოს მასშტაბით, რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა
გამოთქვა.
სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდა.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები