განათლება
ბაგა-ბაღებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო განახლებულ რეკომენდაციებს ავრცელებს
FaceBook
ბაღებში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, სავალდებულო აღარაა სასწავლო დაწესებულების სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასვლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებამ სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

უწყების განმარტებით, შემუშავდა რეკომენდაციები რომელიც განსაზღვრავს კონტაქტის მაღალ და დაბალ რისკს. სამინისტროს თქმით, თუ ინფიცირებული არის ბავშვი, კარანტინის რეჟიმზე გადადის მისი ჯგუფი და არა მთელი ბაღი, თუ კი ინფიცირებულია მასწავლებელი , მისი კონტაქტების გათვალისწინებით გადაწყდება ბაღი სრულად გადავა თუ არა.

"რაც შეეხება მაღალი და დაბალი რისკის მქონე კონტაქტების განსაზღვრებას, დოკუმენტის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე კონტაქტია, პირი, რომელსაც ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება ჩOVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით, ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი ჩOVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან, ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი ჩOVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) კოვიდ-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ხოლო დაბალი რისკის მქონე კონტაქტია პირი, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი შეხება კოვიდ-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა ჩOVID-19 - ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით'', -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.




Print