განათლება
ქუთაისში 200 მოსწავლე და 60 მასწავლებელი კოვიდინფიცირებულია
FaceBook
ქუთაისში 144 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლებში 200 მოსწავლე და 60 მასწავლებელი ინფიცირებულია.

,,დღეის მდგომარეობით, სრულ დინსტანციურ სწავლაზე მხოლოდ ერთი  - N 31 საჯარო სკოლაა.  ჯამში, სხვადასხვა სკოლაში 60 პედაგოგი და 200 მოსწავლეა ინფიცირებული''-
, ამბობს მაია ცქიტიშვილი.

სასწავლო პროცესი სკოლებში მას შემდეგ განახლდება, რაც ინფიცირებულები იზოლაციის ვადას დაასრულებენ.


ამ ეტაპზე ონლაინსწავლებაზე 2 659 მოსწავლე დარეგისტრირდა.

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.


Print