ახალი ამბები
მასწავლებელთა გამოცდა ნახევარზე მეტმა პედაგოგმა ვერ ჩააბარა
FaceBook
2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში პედაგოგები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს.

პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო:


საგნის გამოცდაზე – 7 327 მასწავლებელი.

უნარების გამოცდაზე – 5 912 მასწავლებელი.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340 მასწავლებელი, ბარიერი ვერ გადალახა – 2 886-მა მასწავლებელმა.

უნარების გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) – 2 365-მა მასწავლებელმა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემით სტატუსი "პრაქტიკოსი მასწავლებელი" გაუქმებულია, თუმცა ნაწილი მაინც ვერ ახერხებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. ასეთი პედაგოგები სკოლაში უსტატუსოდ აგრძელებენ მუშაობას.

უსტატუსო მასწავლებლის სამუშაოდან გაშვების უფლება მხოლოდ სკოლის დირექტორს აქვს. თუმცა გარკვეულ საგნებში კადრების დეფიციტის გამო სკოლა უსტატუსო პედაგოგებთან შრომით ხელშეკრულებას არ წყვეტს.
Print