ახალი ამბები
ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
FaceBook
ქუთაისში ორი საჯარო სკოლა ( N22 და N 28) დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ განახლდება.

"დღეის მდგომარეობით ორი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე, ორი კვირის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება თუ უარყოფითი იქნება კორონავირუსზე პასუხი სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება", -  ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ასევე, სკოლებში დაფიქსირებილი კორონავირუსის შემთხვევების შედეგად  დისტანციურ სწავლებაზე 22 კლასი გადავიდა. 

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.

Print