ახალი ამბები
ქუთაისის სკოლები საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად მზადაა
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლები 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დასაწყებად მზადაა.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველა სკოლა აღჭურვილია სამედიცინო საშუალებებით, რათა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო იყოს.

,,ყველა სკოლას გადაეცა განათლების სამინისტროდან სამედიცინო აღჭურვილობა. რადგან შაბათს არჩევნებია, კვირას ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფეციო სამუშაოები''
,- აცხადება მაია ცქიტიშვილი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მშობლებს ყოველ ხუთშაბათს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ბავშვი საკლასო ოთახში გააგრძელებს სწავლას თუ დისტანციურ რეჟიმში.

"მშობელი თუ ვერ შეძლებს არჩევას, ამ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარება მათ''.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის სკოლებში მასწავლებელთა 75% სრულად ვაქცინირებულია. თუმცა ამის მიუხედავად, მოსწავლეებს პირაბადეების ტარება მაინც მოუწევთ.

2020 წლიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რამდენჯერმე გადავიდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებს სრულყოფილად თითქმის არ უსწავლიათ.

ონლაინ რეჟიმი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2020-2021 წლის სასწავლო წელი ისე დაასრულეს, რომ მათი ნაწილი პედაგოგს არც შეხვედრია.
Print