ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების ნაწილი მომავალი კვირიდან მუშაობას შეაჩერებს
FaceBook
ქუთაისში საბავშვო ბაგა-ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დროებით მუშაობას შეაჩერებს.

გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ქუთაისის საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 26 ოქტომბრიდან ანახლებენ, ორშაბათს გახდება ცნობილი, არჩევნების გამო, რა ვადებში შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი ქუთაისის ბაღებში.

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 29 საბავშვო ბაღშია გახსნილი.

ესენია: მე-2,
მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7,მე-8, მე-9, მე-10, მე-11,მე-12,მე-13,მე-14,მე-15,მე-16, ე-17,მე-18,მე-19 მე-20,21-ე,23-ე,24-ე, 25-ე, 27-ე, 29-ე,30-ე,32-ე,33-ე, 36-ე,37-ე საბავშვო ბაღები.

ქუთაისის ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სწავლის განახლება მას შემდეგ გადაიდო, რაც ვირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. ​

ქუთაისში სულ  37 საბავშვო ბაღია. 

საარჩევნო უბნები  ბაღების გარდა, გახსნილია სკოლებშიც, რის გამოც 37 საჯარო სკოლის მოსწავლე 26 ოქტომბრიდან ონლაინ სასწავლო პროცესში ჩაერთვება.

ქალაქში სულ 123 საარჩევნო უბანია გახსნილი, 155 236 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
Print