ახალი ამბები
19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება 
FaceBook
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით. 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში.

"უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებელი უკვე არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია,  ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები."

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესის დაწყების დრო და ფორმატი უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრამდე შეიცვალა და ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 


Print