ახალი ამბები
NDI - განათლების სისტემაში დიდ პრობლემად ონლაინ სწავლების საკითხები სახელდება
FaceBook
საქართველოს განათლების წინაშე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა არის ონლაინ სწავლებათნ დაკავშირებული სირთულეები

- ეს შედეგი აჩვენა NDI- ს 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ.

ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ გააკეთა, სადაც ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს პრობლემურად 27 % აღიქვამს, 22 % კი თვლის, რომ პედაგოგების კვალიფიკაცია , ხოლო 20% უმაღელეს სასწავლებლებში სწავლის გადასადი.

10 %-ის აზრით, განათლების სისტემაში საერთოდ არ არის პრობლემები, 9 %  - მაღალი ფასი სასწავლო მასალებზე და  7% - ს მიაჩნია, რომ წიგნების დაბალი ხარისხია განათლების სისტემის პრობლემა.    

კვლევა ორგანიზაციამ საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 6-11 აგვისტოს ჩაატარა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.





Print