განათლება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.


გამოცდების განრიგი:


ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6 და 11 ივლისს ჩატარდება.

ისტორიაში პირველი და მეორე სესია 12 - 13 ივლისს.

მათემატიკის გამოცდა 14 - 15 ივლისს იქნება;

ბიოლოგია და რუსული ენის გამოცდა კი 16 ივლისს.

17 ივლისს ორ სესიად ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა, ხოლო მეორე სესიის ამავე დღეს იქნება ფრანგული ენის გამოცდაც.

18 ივლისს აბიტურიენტები რუსული ენის გამოცდას ჩააბარებენ. ამავე დღეს იქნება პირველი-მეორე სესია ინგლისურ ენაში.

19 ივლისს იქნება გერმანული ენის გამოცდა ერთ სესიად, ასევე ინგლისური ენის გამოცდის ორი სესია.

20 ივლისს ჩატარდება ზოგადი უნარების ორი სესია, ხოლო 21 ივლისს ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდა.

22 ივლისს იქნება ფიზიკის გამოცდა, ასევე  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა.

23 ივლისს – გეოგრაფიის, 24 ივლისს – ქიმიის, ხოლო 25 ივლისს სამოქალაქო განათლების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდები.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგ:

პირველი სესია – წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა ჩატარდება პირველ აგვისტოს;

პირველი სესია- ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა – 2 აგვისტო;

პირველი და მეორე სესია წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა – 3 აგვისტო;

პირველი და მეორე სესია ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა – 4 აგვისტო.

 

Print